saqarTvelos mdinareebi - gombori
სათავე | გომბორის უღელტეხილის მახლობლად |
შესართავი | იორი |
სიგრძე | 13 კმ |
მდინარე საქართველოში, გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1550 მ. სიგრძე 13 კმ. სათავე აქვს გომბორის უღელტეხილის მახლობლად. ერთვის მდინარე იორს მარცხნიდან სოფელ ოთარაანთკართან. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზამთარში.